|
" სამოთხის კარზე დავაკაკუნე,
მაგრამ კარები არვინ გამიღო.
ვიღაცამ გამცა პასუხი მწარე:
-შენი ცოდვები ღმერთმა გაიგო,
აქ შენისთანებს არ ედგომებათ
ჯოჯოხეთშია შენი ადგილი,
ქვევით დაეშვი,გაჰყევი ბილიკს
გასავლელი გაქვს გრძელი მანძილი.
ხვეწნა-მუდარა არ დამიწყია
თავი დავხარე და გზა მოვძებნე
ეკლებით იყო მორთული მიწა
და გამუდმებით ქვები მომსდევდნენ.
ბოლოს, მივედი შავ სასახლესთან,
გარშემო იყო შავი სანთლები,
სატანა იდგა და მიღიმოდა,
მის დანახვაზე წამში გავთეთრდი.
გაშეშებული ვარ ერთ ადგილად
ნაბიჯს ვეღარ ვდგამ,შიშმა დამძლია
გარშემო ისმის ტირილი ხალხის
ვიცი მეც მათთან სისხლად დამცლიან.
მომიახლოვდა სატანა დინჯად,
უკან მოსდევდა მას ქონდრისკაცი
ვფიქრობდი,ალბათ მოაქვს ბორკილი,
რომ დამიმონოს წყეული ტანჯვით.
გვერდით მომიდგა,ხელი მომხვია
გამიღიმა და ხითხითით მითხრა:
-უცოდველია შენი ცხოვრება
და ჯოჯოხეთში ჩემთან რა გინდა?.
სახეზე მასხამს მე ცივი ოფლი,
გაურკვევლობას ვერ გავერკვიე
ვის რა მოვთხოვო, ვის დავაბრალო
დღეს ასეთ შარში, რომ გავეხვიე..
ვეღარ ვბრუნდები ვერც სამოთხეში,
არც ჯოჯოხეთის მიღებენ კარებს,
უბილეთოდ ვარ მე დარჩენილი,
პანიკა მიპყრობს,ვეღარ ვგრძნობ მკლავებს.
მე გადავწყვიტე სახლში დავბრუნდე,
ვიცი ულევი დრო დამჭირდება,
მაგრამ მკვდარი ხომ ვეღარ მოვკვდები
და შემართებაც უფრო იზრდება..
თუმცა მაშინებს,რომ გზა შორია
მინიმუმ ას წელს ვხედავ გათვლებით,
და როცა მოვალ მე ჩემს ქალაქში
იქ აღარავინ აღარ დამხვდებით........." |