siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 8:38 PM    
siyvaruli.in
ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს
არას გეტყვიან ჩემი თვალები,
მე საგიჟეთის პალატაც ვნახე
და დარაზული ციხის კარებიც...
...ვისწავლე გულში ჩამარხვა სევდის,
ნაძალადევი სიცილიც ვიცი
მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედის
და არა მჯერა არცერთი ფიცის...
შენ ვერ გაიგებ მე რა მწადია,
შენ ვერ მიხვდები მე რა მიტაცებს
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს
მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე...
...ნუ შემომფიცებ მე ერთგულებას
არ დავიჯერებ რაც უნდა ითქვას
მე ქვეყანაზე არ მეგულება
გაუტეხავი არცერთი სიტყვა...
შენ ვერ გაიგებ მე რა მწადია
შენ ვერ მიხვდები მე რა მიტაცებს
ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს
მე ამ სისხლიან დედამიწაზე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<