არ ვმალავ სიყვარულს, დარდსა და პრობლემებს, ყველა დანარჩენი თავს თვითონ გაიტანს. მეძებარ ძაღლივით სულ უკან მომდევენ წლები, ამ შეკითხვით - ეგ ძალა საიდან?.. ზოგჯერ მე ვუკრავდი ჭიქაში ქარიშხლის დასაწყისს და ბოლო აკორდსაც ფუგების. სმენა დაიხვეწა და უკვე მანიშნებს ურემი ნამდვილად სად გადაბრუნდება... შუბლზე გაჩენილი ხაზი თუ ნაოჭი რაღაცით წააგავს ცხოვრების ლიანდაგს. და დრომ რა კადრებიც ფირიდან ამოჭრა, ეს იყო მთავარი, ის ფირი კი არა... |