მოგონებები ამტკივდნენ ახლა,
მოგონებები მამტვრევენ ტანში.
გარეთ თოვს, ისევ ისე თოვს ახლა
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ.
ეს თოვლი, იმ თოვლს არაფრით არ გავს.
არც ეს დღე არ გავს იმ დღეებს წასულს.
ის თოვლი უკვე წლებია დადნა
და ის დღეებიც ჩაბარდა წარსულს.
მე კი ვგრძნობ ისევ იგივე დავრჩი.
მოგონებებიც იმგვარად მტკივა.
ახლაც სითბოში სრულიად მარტოს
ისევ იმ ზამთრის სუსხითა მცივა.
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ,
გულს მონატრება თოვლივით ადნობს.
მოგონებები ამტკივდნენ ტანში,
მოგონებებით ვიცოცხლებ მარტო
მოგონებები მამტვრევენ ტანში.
გარეთ თოვს, ისევ ისე თოვს ახლა
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ.
ეს თოვლი, იმ თოვლს არაფრით არ გავს.
არც ეს დღე არ გავს იმ დღეებს წასულს.
ის თოვლი უკვე წლებია დადნა
და ის დღეებიც ჩაბარდა წარსულს.
მე კი ვგრძნობ ისევ იგივე დავრჩი.
მოგონებებიც იმგვარად მტკივა.
ახლაც სითბოში სრულიად მარტოს
ისევ იმ ზამთრის სუსხითა მცივა.
ისე თოვს როგორც მოთოვა მაშინ,
გულს მონატრება თოვლივით ადნობს.
მოგონებები ამტკივდნენ ტანში,
მოგონებებით ვიცოცხლებ მარტო... |