კაცი? - კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა
ცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათ
სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანს
კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გერთობიან
წარბი თუ არ გაუხსენი წავა არც მოგინატრებს
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
კაცი? - კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორე
არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს.
ქალი? - ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,
რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებული ღალატიც
თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს,
მარტოობის წლები გულში დაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.
ქალი? - უნდა გაუფრთხილდეთ სანამ ქვეყნად არსებობს,
ქალი? - ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო!!! |