სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ, კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად, სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს, სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას. სიყვარულია ჯვარცმა, წამება, საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა, შეყვარებულთა წმინდა სახელი ანგელოზებმა ცაში იციან. სიყვარულია ჩვენ რომ გვაცოცხლებს, სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს, სიყვარულია თვითონ ღვთაება და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს. თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც, კაციც და ღმერთიც სიყვარულს აჰყავს |