მაინც ფიქრებში ფიქრს არ მაცლიან
ლამაზ ფერებში ვხატავ მე დღეებს,
არ მინდა მაგრამ მაინც შევხედავ,
ფერებში ვხატავ გარდასულ დღეებს.
იმ ფერებში კი მე შენ ვერ გხედავ;
ბურუსით არის ფერი მოცული,
თქმასაც კი უკვე მე დღეს ვერ ვბედავ,
ამ სიჩუმეში ფეთქავს ეს გული. |