ქალი ვარ, განა ქარი ვარ
თავქარიანი ველადა,
ქალი ვარ, განა ღვინო ვარ
როგორ შეგივსო ხელადა.
ქალი ვარ, ვიცი აპრილში
მარტი ინანებს მარტობას,
გემუდარები ნუ წახვალ
ნუღა დამტოვებ მარტოს რა...
ქალი ვარ, განა მაისი
რომ წამოვანთო ვარდები,
ერთი პატარა ქალი ვარ. |