siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-04 - 10:14 PM    
siyvaruli.in
” იცით გამიჩნდა სულის კუნჭულში,
პატარა გრძნობა თვალებხატულა
ჩამყურებს გულში უკმაყოფილო
ცრემლებს იწმენდს და მინაბულა.

შობა თვალებმა სახეზე,რომ მაქვს
როს დაინახეს ირგვლივ ტკივილი
ქუჩაში მდგომის უმისამართოს
ხელ გამოწვდილის ჩუმი ტირილი.

გული მიკვდება,რაღაც ირხევა
შიგნით მესობა,დარდის ისრები,
მე ვითხოვ პასუხს მარტივ კითხვაზე,
თქვენც იმავეს გრძნობთ ხალხნო ამაზე?

ვიღაც მოხუცი დუმს საცოდავად,
გზაზე მიმავალთ შეჰყურებს რიდით,
ხუთი კაპიკი გთხოვ გაიმეტეთ
ჩვენც მოვხუცდებით ქართველნო მიდით!!!

მისი თვალები ცრემლისგან სველი,
დაფლეთილ სამოსს,რომ შეუმოსავს,
ნერვული თრთოლა სევდის ალერსში
ხელ გამოწვდილი,რომ შეუშფოთავს.

შიმშილის გრძნობა თუ სიმარტოვის,
გულში მას ხინჯად ,რომ ჩარჩენია
უფლის იმედი აცოცხლებს თურმე
ხელის გამოწვდა ო რა ძნელია.

ერთ დროს ამაყი ბუნების შვილი,
ეხლა ქუჩაში ბედის ამარა
გაჰყურებს გამვლელს კრძალვის თვალებით,
სამყაროვ ჩვენი სევდა რატომ არ გკმარა? "
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<