შენზე ფიქრში დღე დღეს მისდევს,ღამე ღამეს, არეული ფიქრები ხომ სულ თან დამდევს, მომავალში კვლავ მოველი ალბათ რამეს, სიყვარული, ნდობა, რწმენა ეჭვებს ბადებს. აღარ მართობს ოცნება და შენზე ფიქრი, ფუჭად ჩავლილ, უიმედო დღეებს ვითვლი, დაედება ალბათ უკვე ხეებს ფითრი, კიდევ ერთი გათენდება დილა ვიცი.
კიდევ ერთი გათენდება დილა, ცივი ხეს ფოთოლი მოსწყდება და წავა ისიც, ჩამოთოვს და მომერევა ცრემლი ვიცი, ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებ ისიც ვიცი...
თავში ისევ ერთი ფიქრი გამიელვებს, რომ უშენოდ როგორ ვუძლებ ამ სიცივეს? ფანჯრის მიღმა თეთრი ფიფქი გაიელვებს და გვტოვებს შენ ღმერთსა და მე მიწიერს... |