 |
მძიმედ ხარ,აპირებ გაფრენას ზეცაში.. აპირებ როგორმე დაძლიო გრძნობები, ისეთი განცდა გაქვს,რომ კარგავ ერთ წამში ყველაფერს რაც ახლა ამ სახლში დატოვე: ოთახი,რომელიც გახსენებს ბავშვობას, წიგნები,რომელთაც ვერასდროს კითხულობ, ალბომი,რომელიც გიფუჭებს განწყობას, მარტივად ხელჩანთას ალაგებ,ხვდები რომ, ყველაფერს დატოვებ,გარდა სინანულის, რომელიც სულ მუდამ თან გდევდა ყოველდღე და ფიქრობ,როგორმე დაძლიო წარსული, ხვდები,რომ ამ სახლს შენ მარტო ვერ მოერგე. დედის სურათი კი კედელიდან ეულად, დაგცქერის,ფიქრობ რომ დედას ვერ ელევი, და თავს გრძნობ საშინლად,უფრო უხერხულად, ცდილობ,რომ როგორმე დამალო ცრემლები. კარის ზღურბლს გადასვლა ახლა სიგიჟეა, და როგორც ყოველთვის გაღელვებს ეს აღარ, კარს კეტავ,ეზომდე კი ძველი კიბეა, ჩადიხარ, ტვირთი კი მძიმდება თანდათან. უკვე სულერთია სად წავა ყველა გზა, ტაძრამდე მიმავალს დაეძებ ბილიკებს. იმ გზაზე,ოდესღაც ქრისტე რომ ეწამა, ახლა სულს მიათრევ და სინდისს იმშვიდებ, იმით,რომ იპოვე მონასტრის კარიბჭე, იმით,რომ ცოდვისგან ხარ თავისუფალი. ბერების გალობა შენ შვებას განიჭებს და ძველი ფრესკიდან დაგცქერის უფალი. |