სისულელეა ყველაფერი, ჩემო ძვირფასო, ირგვლივ ქარია - ოცნებებს რომ ანაგვიანებს. გათელილია ეს ბაღები და აღარ მახსოვს - ადრე წავედი, თუ, წვიმებმა დაიგვიანეს... დამეფანტები ახლა, ვიცი მოგონებებად, უცნაურია, ეს აპრილი ხომ უკვე იყო. აქ გათენებაც არეულა ისეთ ფერებად, რომ, ვერ ვიხსენებ - ეს სიგიჟე რატომ დაიწყო... სისულელეა, დამიჯერე, ნამდვილად ვიცი, ეს ნაბიჯებიც მამსგავსებენ ხანდახან ჯამბაზს. ცხოვრება მესვრის - ტყვიებივთ, შეფარულ სიცილს, თანდათანობით ემგვანება უაზრო თამაშს...უნდა წავიდე, ალბათ უკვე, უნდა წავიდე. ახლა ქუჩამაც - ტკივილამდე იცვალა ფერი, სადღაც გაბნეულ მონატრებას მიაქვს სიმშვიდე და სიკვდილამდე დამღლელია ეს ყველაფერი... უცნაურია, ეს აპრილი ნამდვილად იყო. ირგვლივ კი ქარი - ოცნებებს რომ ანაგვიანებს. გათელილია ეს გზა უკვე და აღარ მახსოვს - ადრე წავედი, თუ, წვიმებმა დაიგვიანეს... |