siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-16 - 10:01 PM    
siyvaruli.in
შენ არასოდეს არ დაბერდები,
არ დაგიბერავს სიო ასაკთა.
გადავუფურცლე დღიურს გვერდები,
გასულ წლებში რომ კაცად გამზარდა.

არ შეგეშინდეს წლების სიმაღლის,
მარადმწვანე ხარ შორის მწვანეთა.
ასე ზნეობაც ვერ შეგილახეს,
თავსხმა წვიმაშიც ტაძრის ზარებთან.

ვგრძნობ შენი გული სითბოს რომ მიყოფს,
ვგრძნობ შენი სუნთქვის ამბორს ნაღვლიანს,
მესაუბრები როგორც სწორი სწორს,
ჩვენი ერთობაც დიდი მადლია.

მთვარე შენს ჩრდილთან ჯიბრში მარცხდება,
მზეს კი გიდარებ თვალებს, ხელებსაც.
ვერ შევიცანი შენი არსება,
განთიადთან რომ შემომელექსა..

არ დაბერდება შენი სინაზე,
არ მოიწყენს და წყენაც გაქრება,
ხშირად ლოცულებ ადამიანზე,
ხალხის წინაშე რომ იჩაგრება.

შენს ნაცვლად ახლაც მსჯელობს ეპოქა,
მემატიანე გვქვია ორთავეს.
უშენობა თუ შემომეტოქა,
მჯერა ღმერთები მადლით მოგვრთავენ.

შენი ბავშვური მხიბლავს ხალისი,
ხანდახან მორცხვად თვალს ვერ გისწორებ.
გულში ოცნების ხატად ჩაგისვი,
რაც ჯერ არ იცი, მინდა იცოდე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<