siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 1:35 PM    
siyvaruli.in
მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში
წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე,
არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ
და მაინც რაღაც უცხოთი მავსებ.

გონებას ნისლი ეხვევა ცისფრად,
შეუცნობ სათქმელს ვერ ამბობს გული,
სხეული თითქოს მჩატე და მთვრალი,
თრთის შენი მზერის მზით გათანგული.

მე, მხეცი რჩეულ ნადირთა შორის,
მკერდზე აჭრილი ვეფხვის ნატორით,
გიცქერ აშლილი და მოპარული,
ვით დამშეული ალიგატორი.

ზეცა მუქდება ჩემი მოწყენით,
აცრემლებული მიძგერის გული,
შემასვი შენი სიმწიფის მადლი,
და მერე დამჭერ თუნდაც აუგით.

მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში
წევხარ და თმებში გიძვრება ქარი,
მე ვარ ადამი შენ იყავ ევა,
შენ ჩემი ცოლი, მე შენი ქმარი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<