siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 11:10 AM    
siyvaruli.in
საქართველო ხარ შენ,
საქართველო ვარ მეც.
გადავივლიდი მთებს,
გადაგიყვანდი შენც.

აგიტაცებდი ხელში,
და ვიყვირებდი მთებში.
მდევარს მივცემდი მახვილს,
კისერს მოვჭრიდი მხრებში.

მთიელთა ლუდით მთვრალი,
შენ გიგალობდი ბარშიც.
ვერ გავძღებოდი კოცნით,
ჩვენი ვაზით და ყანით.

ავაშენებდი ოდას,
პატარასა და კოხტას.
აკვანს დავდგავდი წიფლის,
შიგ ჩავაწვენდი ქალ_ვაჟს.

კედელზე დავკიდებდი,
პაპის დანატოვ ფარ-ხმალს.
სიტყვას გეტყოდი ქართულს,
წინაპრებისგან ნასწავლს.

საქართველო ხარ შენ!
საქართველო ვარ მეც!
დაიმახსოვრე ეს და
დამიმახსოვრე მეც
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<