წამები თოვენ, ფიფქებად თოვენ, გუნდა შევკარი ოცდათერთმეტი. მე როცა წავალ, აქ სხვები მოვლენ, წავიდა ტაბიძეც, მოკვდა ტერენტიც. წლები ლოკავენ ახლა მათ ტაძრებს, და ქნადაკებებს ამაოდ კბილავენ. ზამთარი სიმწვანეს ვერ აცლის ნაძვებს, და დროსაც მათი ფრესკები ჩრდილავენ. არა! სიკვდილი მათი უფრო მეტს ცოცხლობს, არა! სიცოცხლე მათი გაგრძელდა მარად. განა ეს თოვლი მათ საფლავს ვერ ცნობს, არამედ რაღაც სხვა გრძელდება ზვავად. წელთა მარში და ზამთრების ჯარი, მათ დიად ფრესკებს, დროვ, შენ ვერ ავნე. აქ მარად ქრიან ლურჯა ცხენები, და მარად გიგონებთ თქვენ მესაფლავე.
|