js for dragdrop ?> Menu head ?>
ეს ოცნება არის ჭრელი, ფიქრი ბნელი ღამისა, აღარ არის მენესტრელი უნაზესი დამისა. იყო ირგვლივ ზიანება და ყორნების ჩხავილი, თოვლმა სილას მიანება ნოვალისის ყვავილი. მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება, ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება. 1919