აღდგომის დილა დგებაო, ამ ჩვენს მორწმუნე სულებში, ცხოვრება იბადებაო. მარხვით გამოვლილ გულებში, ნათელი ისახებაო. გადაშენება ერს კიდევ, არ გვემუქრებაო. ღვთით კურთხეულო მიწაო, ვერ დაიღლები მჯერაო. სანამ არსებობს ქართველი, სულ ერთი მუჭის ხელაო. პასკას აცხობენ, კვერცხს ღებენ და დიდ მზადებას აწყობენ. ზეცა და მიწა ზეიმობს, იესო მკვდრეთით ღსდგებაო. აღდგომის დილა დგებაო, ხალხო გამოდით, გამოდით, ჩვენ ქართველების გულებში, იესო კვლავ იბადებაო... |