siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-03 - 9:22 PM    
მე შენ მძინარეს გხედავ...მე შენთან ვარ, შენს სასიკვდილო სარეცელთან...მე შენ გეუბნები "მშვიდობით"..ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამქვეყნად ჩემო თოჯინა..
"ჩემო თოჯინა" - მე ყოველთვის ასე გეძახდი..მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ, რომ ლამაზი ხარ...ალბათ არასოდეს ყოფილხარ ისეთი ლამაზი, როგორც ახლა...კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდს და მხიარულს...ასე მგონია ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან..მე შენ მძინარეს გხედავ...მეუბნებიან, რომ აღარა ხარ..იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი...ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვამენ საკუთარ თავს ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ...თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი, მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ, რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა, მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამდვილად ხარ. დიახ, პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე. ჩემს გამო შეწყდა იმ ღამეს შენი გულისცემა.ჩემს გამო, იმიტომ რომ ამ 25 წლის წინ იმისთვის მიპოვეს, რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი "კრისტინაში'. შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი, მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში, რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა.პროდუსერებმა გამაფრთხილეს, როგორც კი ტრაპზე გამოჩნდება მისკენ გაეშურე და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში..და შენ გელოდი..მაშინ ბევრი არაფერი მომხდარა...არც სიყვარულის ელდა დაგვცემია..
მერე ვენაში ჩამოვედი,სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ..ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი..შენც შეგიყვარდი..მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ? ჩვენ დავითვლიდით - ერთი, ორი, სამი და ერთდროულად ვპასუხობდით: არც მე და არც შენ, ორივეს!
როგორი ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით მაშინ...გადაღებები დამთავრდა, მე გითხარი: წამოდი ჩემთან ერთად საფრანგეთში და იქ ერთად ვიცხოვროთ. მაშინვე მიპასუხე: მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში. შენი მშობლები აღშფოთდნენ, მთელი ავსტრია და გერმანია ბობოქრობდა...ისინი უზურპატორს მეძახდნენ, მე ხომ მათ დედოფალი მოვტაცე. ფრანგმა, რომელმაც ერთი სიტყვაც არ ვიცოდი გერმანულად, მოგიტაცე შენ, რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდი ფრანგულად.დასაწყისში უსიტყვოდ გვიყვარდა ერთმანეთი, შევყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით.შენ თოჯინა იყავი მე კი პეპე მერქვა...
ვისკონტი ამბობდა,რომ ჩვენ ერთმანეტს ვგავდით. ორივეს ერთნაირი v გვქონდა წარბებს შორის, ამიტომ შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოვხატავდით.
მე შენ მძინარეს გხედავ...ახლა აღარაფრის გეშინია, აღარავის ელი დაძაბული მოლოდინით, აღარც ვინმე მოგდევს. ნადირობა დამთავრდა. ახლა შეგიძლია დაისვენო...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<