ამ ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც ძველი სიყვარული. მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი! |