მაინც
ახლოს ხარ სიკვდილთან,
უნდა უცადო, რისთვის?
შავებჩაცმული სენი
დაღუპულთა ძვლებს ითვლის...
ჭირსაფარებულ ტანჯვის
ეს მერამდენე მსხვერპლთა
ამოძახილი შორით,
(ვინ იცის, ისიც ვერც თქვა...)
ცოცხლად დამარხვა თავის,
გადასარჩენად სხვათა,
საფლავში ნებით ჩავლენ
აღსარება კი სად თქვან?..
კლდიდან გადამხტარ ქალს და
ნაყოფს ჯერ კიდევ მუცლის,
სენით გადაღლილ სხეულთ
ანატორია უცდის. |