siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 4:35 AM    
siyvaruli.in

გარყვნილება თუ წმინდა სიყვარული? რატომ არ შეიძლება გიყვარდეს შენზე ათი, თხუთმეტი, თუნდაც ოცი წლით პატარა ბიჭი (გოგო)?. მე ბიბლიში არ წამიკითხავს, რომ ცოლ–ქმარს შორის განსაკუთრებული ასაკობრივი სხვაობაა საჭირო. მთავარია ერთმანეთი უყვარდეთ და ქორწინების წმინდა საიდუმლო არ გატეხონ.

მეორეს მხრივ, საზოგადოებისათვის ძალიან რთულია მსგავსი წყვილების მიღება. როგორც წესი, ასაკით დიდს გარყვნილებაში ვდებთ ბრალს და უბრალოდ ვრიცხავთ ჩვენი წრიდან. თუკი მისნაირები ვართ მხარს ვუჭერთ. მართლაც, რა არის ცუდი ამ ყველაფერში? რა არის ცუდი, მითუმეტეს ამორალური, რომ ცოლი ოცი წლით უფროსი იყოს  ქმარზე.

დღევანდელობაში ასეთმა ადამიანებმა, ოჯახებმა და შეყვარებულებმა ნამდვილად იმატეს. ნაკლებობა არც წინა საუკუნეებში ყოფილა, მაგრამ ახლა ჟარგონულად, რომ ვთქვა აღარ „ტეხავს".. პირიქითაც კიი.. ბევრჯერ გამიგონია სიტყვები „ეს ჩემი ქალია", ქალს თექვსმეტი წლის მოზარდს, რა თქმა უნდა ვერ უწოდებ…

სხვების არ იყოს, მსგავსი ურთიერთბები ჩემთვისაც ამორალური და მიუღებელია… მენტალი, აღზრდა თუ რაღაც შინაგანი მკარნახობს რომ ჩემი მეორე ნახევარი ჩემზე გამოცდილი, ძლიერი და რაც მთავარია უფროსი უნდა იყოს… ბოლოს და ბოლოს ღმერთს თუ არა, ბუნებას მაინც ხომ დაუწესებია ახალგაზრდა, ერთმანეთს შესაფერისი წყვილების ხალასი და სილამაზე.. აბა გამაგებინეთ როგორ შეიძლება, დანაოჭებულ, დაჭკვიანებულ, დადინჯებულ ქალს, ქორფა, ახლად გამოჯეჯილებული და სიგიჟეს მოწყურებული  ჭაბუკი მოუხდეს?

არა, არაა ასეთ ურთერთობებში კანონზომიერება. არც ის  შეიძლება 60 წლის, არც ისე ბებერ კაცს, 80 წლის ძალიან ბებრი ქალი უყვარდეს.. ამიტომაცაა, რომ ოდესმე ან ერთს ბეზრდება, ან მეორეს, შორდებიან ერთმანეთს ქორწინებით, ან ქორწინების გარეშე და უფრო დიდ ცოდვაში დგამენ ფეხს.

ჩემი ჰუმანური, და ვითომ თავისუფალი იდეები მკარნახობს რომ ვაღიარო ასეთი წყვილები, მივცე მათ ბედნიერების საშუალება, არ გავრიყო მაინც, მაგრამ სისულელეაა… მე ვერ ავიტან..

ცოტა ხნის წინ პროფილს ვუყურე, თუ გახსოვთ ერთ ქალი იყო, ცხოვრებისაგან ნატანჯი, ახლა უკვე სტრიპტიზ ბარის მეპატრონე, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერ ქალს შურდა მისი. შურდა იმიტომ რომ გვერძე მხვრინავი, ღიპიანი, ამ ცხოვრებისგან დაღლილი არსება ეწვა, თავად კი, ახალგაზრდა, და მართლაც  „ახალგაფუჩქნული" ყმაწვილი ჰყავდა…. ეს კიდევ ერთი, დიდი სისულელეა. და თუ მართლაც იყო იმ საღამოს, ნორმალური ოჯახის ნორმალური დიასახლისი, რომელსაც ამ ქალი შურდა, ის მართლაც ღირსი ყოფილა იმ მხვრინავი არსების..

საერთოდ კი,  ყველაფერი ნათელი იყო, იმ ბიჭის და თავად იმ ქალის თამაშიც…

მერე რა თუ შენი ქმარი ასაკში შევიდა, მერე რა თუ ძველებურად ხალისიანი ვერ არის, ამის გამო სანაგვეზე უნდა მოისროლო? ამის გამო უნდა მიატოვო და ოჯახი დაანგრიო? ეს ხომ აბსურდია… შენ ხომ თავდაპირველად მისი სული შეიყვარე, სული კი იგივეა, არ შეცვლილა..

რთული ამ დასკვნამდე მისვლა, მაგრამ შესაძლებელი..

მარტივია ასე, უბრალოდ ლაპარაკი ცხოვრებისეულ ურთიერთობებზე, მაგრამ აუცილებელი..

ამქვეყნად კი არსებობენ კანონზომიერებები, რომლებიც ცხოვრებისეულ ლაბირითებს ამარტივებენ..

სიყვარული კი არა, ჯანსაღი ურთიერთობებია ღმერთის საჩუქარი….

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<