ღმერთო! ცოდვის ტკივილი მაწვება ყელში, გველის ტყავივით საკუთარ სულსაც ვიცვლი, რადგანაც ვიცი მე ჩემს სამყაროს შევშლი, ჩემით, შენით, სხვებითაც... უთუოდ, ვიცი.
ღმერთო! ყოველ ოთხშაბათს ვმარხულობ ვეღარ, ჩემი ცრემლების დამაქვს დასტები (ორი), ჩემი ჭრილობის ალბათ მარილი მე ვარ, სხვას კი ჰგონია ესეც მორიგი ჭორი. |