siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-05 - 6:43 PM    
წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში

დათოვა თოვლი ია-ზამბახის!

შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი,

მზეთუნახავი და მკრთალი სახის.

სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის,

ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი,

ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის

ალვაში შედის მრავალთ-მრავალი.

ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით

მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება.

წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით

და არც ცრემლები დაგვედინება.

ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი,

თუ მწიფობისთვემ შეცვალა დარი -

მებაღემ მოსვლა თუ არ ინება!

შენ სული გქონდა ისე კეთილი,

ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული!

ახლა დაღლილი და დაფლეთილი

არის ქსოვილი ფერმიღებული.

ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი?

ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა!

ქსოვილი, წვიმის ცვრებით სოველი,

წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა.

ფიქრები ქარის ქვითინში კვდება,

ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.

არ არის არსად ბედნიერება!

ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.

ეს მწუხარე და მწველი ზუზუნი

მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.

ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი

მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.

ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებს

ისვრის ღრუბლები და დაღლილობა:

მთებს, ირმებს, შველებს, ხევს და ნაპრალებს

აწუხებთ ღრუბლის მძიმე ჭრილობა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<