siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-07 - 10:32 PM    
siyvaruli.in
ბათუმი.
მზიანი ამინდი...
არ გჯერა...
არც მიკვირს,
სად იცის ბათუმმა მზიანი,
ცხადია, ერთად რომ არა ვართ ამჯერად,
არ მოგაქვს მზერა და ეშხი და ზიანი.

ხელს ვაჩვევ ფოტოებს,
რომლებიც შენია,
მაგიდა, წერილი და ცალი საყურე...
ახლა გწყინს ყოველი,
ის რაც არ გწყენია,
სარკმელთან ზიხარ და თვალს ქუჩით აპურებ.

წახვედი,
წაიღე ჩანთა და იმედი,
აქ ახლა ყველაფერს სუნი აქვს უშენო,
გაწვიმდა...
შეხედე წვიმაა ისეთი
რომ ნერვებს წვეთები,
ცივ ფანჯრებს უშენენ.

თვალებთან შეჩერდა ფიქრი და მაესტრო,
ოთახის ცენტრში კი - წრიული მაგიდა,
მინდა რომ მოხვიდე,
მინდა რომ დაესწრო,
სიყვარულს,
რომელსაც მოვყვები ბაგიდან -

ბაგემდე...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<