siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2025-01-12 - 1:26 AM    
siyvaruli.in
თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად,

მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია,

მთვარეს მანტია მოვაცვით და გზად შევეფეთეთ,

გზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას – ბაფთიანს.

ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს ბავშვური -

- ჩვენი საერთო ოცნებების თეთრი კოლაჟი,

და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური,

რომ კოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში.

რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ჩანთას,

ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები,

ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა,

ღიმილ-ტირილი ერთად მიპყრობს რომ მაგონდები.

დრო გადის ტირე, ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები,

მალე ცხოვრება, ასჯერ ძვირად გაიაფდება,

გუშინ ის ჩვენი საოცნებო ტკბილი წუთები,

შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმაზე ბაფთებად.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<