siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-05 - 12:37 PM    
siyvaruli.in
თენდებოდა და მივდიოდით მე და შენ ერთად,
მე და შენ ერთად მოვახურეთ მთვარეს მანტია,
მთვარეს მანტია, მოვაცვით და გზად შევეფეთეთ
გზად შევეფეთეთ პირველკლასელ დილას ბაფთიანს,
ჩვენი პირველი სიყვარული მახსოვს, ბავშვური...
ცითდაკრეფილი ოცნებების ლურჯი კოლაჟი...
და საკუთარი წარსულის მაქვს უზომო შური,
რომ ყოველ დილით ვერ გაცილებ ისევ სკოლაში...
რომ ყოველ დილით ვერ წაგართმევ ბავშვურად ჩანთას,
ვერ შეგვიფარებს გაქცეულებს ჰორიზონტები....
ჩემი მერმისი მაგ თვალებში სხვაგვარად ჩანდა...
ღიმილ-ტირილი მეუფლება რომ მაგონდები...
დრო გადის - (ტირე) ფასს კარგავენ ჩვენი ხუთები,
მალე ცხოვრება ასჯერ ძვირად გაიაფდება....
გუშინ ის, ჩვენი, საოცნებო, ტკბილი წუთები,
შენს პირველკლასელ შვილს ებნია თმებზე ბაფთებად...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<