siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 3:13 AM    

ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,

ცეცხლი ფიქრიანია,

იგრიხება ალი ბუხრის,

ისიც აწ ფრთიანია.


ნაკვერცხლებო, თქვენც ზიარის

მოგონებით ენთებით

სიცოცხლის ხის, ნათელ მთვარის

და მზის ორნამენტებით.


თქვენ დაგცქერით მოსახება

ვაზის ნელი სირმების

და მედგარი დაჯახება

ჯიხვების და ირმების.


იგრიხება ალი ბუხრის;

ისიც აწ ფრთიანია,

ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის

ცეცხლი ფიქრიანია.


ეჰ, ოცნება არ გაივლის,

რა არ გამახსენდება,

ვტოვებ ცეცხლთან და აივნით

ცას შევცქერი. თენდება.


ზეცა დაწყნარებულია,

ველს ნამი ესხურება.

ბუბა გაცხარებულია,

ბუბა მიეშურება.


შემოსილი ლაჟვარდით და

შუქით უკვდავყოფილით,

სდგება შოდა-კედელას მთა,

რუსთაველის პროფილით.


მსურს შევაღო სახლის კარი

და უეცრად დავდექი:

ო, ეს კარი კი არ არის,

ცისკრისაა დამდეგი.


თითქოს ნაბდიანი მეგრი

ორნამენტად ეგება,

"მობრძანდიო” - მისი ეგრე

მესმის შემოგებება.


და იღება ხმებიანი

ჰანგით თანამოგვარე,

კარი ჩუქურთმებიანი,

კარი სტუმართმოყვარე.


აქაც მხვდება ალი ბუხრის,

ისიც აწ ფრთიანია,

ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,

ცეცხლი ფიქრიანია.


 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<