siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-21 - 3:53 PM    
სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა:

შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა,

ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა,

ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა,

და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამადა,

სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა,

ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა,

ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა.

ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა,

მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა,

და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა,

ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა.

ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა.

"სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!” - მვედრები იყოს ამადა.

მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა,

მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: "ჰკა მათა!”.

აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა...

მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი - "ჩარდა ამთა”, თამადა!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<