მთელი დედამიწა - წვიმის მატერია, არამხიარული - უფრო ბოჰემაა, რაღაც უცნაური დილა მათენია, კედელს კალენდარი სრულად მოხევია.
დილას გაღვიძების აკლდა წამები და მზე კი არ ჩანდა და აღარც ჰელიოსი, ორი დღე გავიდა ჩემი წამებიდან, ჩემთვის საუკუნე, თითქოს მთელი ოცი.
სადღაც რონოდაში იჯდა ვაგონეტი, თვალებს მიეძალა ორჯერ დამთქნარება, თუმცა ვყვიროდი და ვეღარ ვაგონებდი, თუმცა ვყვიროდი და... როდის დამთავრდება-
მთელი დედამიწა - წვიმის მატერია, არამხიარული - უფრო ბოჰემაა, რაღაც უცნაური დილა მათენია, კედელს კალენდარი სრულად მოხევია
2008 წ. |