გაგახსენდები,მჯერა,რომ გაგახსენდები და გაგეღიმება …და მერე ჩურჩულით იტყვი ”მიყვარდა”…
ის ყოველთვის უცნაური იყო…
შეეძლო სიცილი და ტირილი სამწუთიანი შუალედებით…
ის მაცინებდა….და მე…
მას მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე ჯდომა შეეძლო და ჩემზე ფიქრი….
თურმე…ის წვიმას უსმენდა და სიგიჟემდე ვუყვარდი…
მას სიყვარულის სუნი ჰქონდა და მე კი მისი სიყვარულის სუნი მიმქონდა,როცა მივდიოდი…
ის ხშირად იბუტებოდა და ჩხუბობდა…მაგრამ მე უფრო ხშირად…
მას ტყუილი და ეჭვიანობა ეზიზღებოდა და თითქოს სპეციალურად ამას იწვევდა ყოველთვის ჩემში…
მას სიყვარული შეეძლო…ისე,როგორც არავის არასდროს…
ის ძალიან კარგი იყო და ჩემი…თურმე…
მაშინ გკითხავენ:”მაშ რატომ დაშორდით?”
გაგეღიმება და იტყვი:”ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”…