ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში, ეძენიბა ქალაქს და მგონია რომ შემთხვევით, სადღაც შეღამებამდე, მთვარე ისე გავლესე, ნამგალივით მიჭრიდა... ესე იგი მეთევზის
როლი მაქვს და მთვარიდან, ვეზიდები ანკესით მანძილს, ახლა რომელიც, შორია თუ შორის და მე სარკმელთან გეძახი შენ კი ისევ არ გესმის... ოცი წუთი შესრულდა უკვე ღამის ორიდან.
ცხადია თუ უთუო, აზრი აქვს თუ არა აქვს, თვალის დახამხამება ჩემთვის არის ვერდიქტი, ქარი მეტყვის დანარჩენს, მესვრის ალბათ ქარაგმას, რომ დილამდე ვიფიქრო, ვიფიქრო და ვერ მივხვდე.
ახლა ისე აცივდა, წვიმას ყინავს ჰაერში, გაფიქრება იმის რომ მარტომ უნდა ვიძინო, დედამიწის გულისთვის ისე უცებ დავეშვი, არც კი დავემშვიდობე, მთვარეს... ჰოდა ვიცი რომ
ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში... |