siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 2:20 AM    
ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ

და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,

არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი

და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,

ნუ მოარიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!

სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,

და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,

რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!

მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,

კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა.

ოდეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს

და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!

მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,

მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:

არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,

სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!

აშიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,

ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!

1841

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<