siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-16 - 0:44 AM    

ცეცხლივით ჩვენი ტრიალებს ხანა,

ჩვენი მნათობიც ცეცხლისფერია;

მან ბევრი რული და მშვიდი ნანა

ქარიშხლის ხმებით მოიგერია.

მებრძოლ დროშასთან ელავს კალამი.

ეს ათი წელი - ათი აგური

დამკვიდრდეს, როგორც ძმური სალამი,

მხურვალე, მხნე და ამხანაგური!

მრავალმა წელმა გაასწრო ჩარჩოს,

დრო ისევ ცდილობს ძალთა მოკრებას;

ამ ინდუსტრიულ ალს გაუმარჯოს

და პროლეტარულ აბობოქრებას!

გაუმარჯოს ფიქრს, რომ ალებრ მნათი -

ხავსმოკიდებულს, ნელს და ბორიოს -

ააყირავებს ეს წელი ათი

ათი ათასი წლის ისტორიას!

მჭიდრო კავშირი ერთმანეთს შორის

დღეს საჭიროა, როგორც არასდროს,

რევოლუციურ დღის დირიჟორის

ამღელვარებამ რომ არ გაგვასწროს!

თუ მსოფლიოში კვლავ შორით შორად

გიგანტიური იგრგვინებს ქნარი,

ჩვენ იმ ვულკანთან ვიქნებით სწორად:

გული, სიმღერა, შრომა - აქ არი!

ხელოვნებათა არმია! ჩქარი

ეპოქის გვერდით იარე, წადი!

თუ დღეს რამ არის გაუგებარი,

ხვალ ნათელივით იქნება ცხადი.

ხომ განვლილია ნაწილი გზისგან -

სხვა ამოცანა - აღმოსავლეთით,

როგორ შორსა ვართ იმ ნაპირისგან,

გემზე პირველი გზით რომ ავედით -

ოკეანესი ქუხს შუაგული!

და ახალ ნაპირს იმედად ათოვს

მზე, რკინასავით შემოდაგული...

ჩვენი მხურვალე სალამი მნათობს!

სალამი ხანას, რომ გასცდა ჩარჩოს!

დროშას, გაწევას, ძალთა მოკრებას!

ინტერნაციონალის ხმას გაუმარჯოს,

ინტერნაციონალის აბობოქრებას!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<