და ნუ მომძებნი...თოლიების გუნდს გავყევი ზღვის ტალღებისკენ
დღეს ნუ მომძებნი...
გადავრაზე ყველა კარი, ყველა ფანჯარა,
ყველა სივრცე ჩემამდე სავალი.
წავედი თქვენგან,
წავედი თქვენი ვადა გასული დღეებიდან და ღამეებიდან,
ზედაპირული სთბოებისაგან,
ვერ და არ გამოხატული გრძნობებისაგან უნდა განვთავისუფლდე...
ცაში ჩემნაირებს მინდა და შევუერთდები...
მათ არ სჭირდებათ ძირგამომპალი სიტყვები ჩემს გასათბობად,
მათ არ სჭირდებათ თვალებდასიებული გათენებებისათვის ცდა,
იმისათვის, რომ აფრენა შეძლონ,
მათ არ სჭირდებათ უმელოდიოდ მოლივლივე სივრცეები,
მათ არ სჭირდებათ ცრუ მზერების ატანა და გაძლება,
ისინი მხოლოდ ცის სუფთა თვალებს უმზრენ
და უფლის ფეთქვას უერთდებიან.
დღეს ნუ მომძებნი...
სულით შიშველი რამდენჯერაც ვიარე გზაზე, იმდენჯერვე ვერ დამინახეს...
დაეზარათ ყველაფერი, რაც მიშველიდა...
თქვენ "სიყვარულის ზარმაცები" ხართ!
ჰოდა მივდივარ...
დღეს ნუ მომძებნი...თოლიების გუნდს შევუერთდები...
წავედი ტქვენგან, რადგან ვერცერთმა ჩემს სიყვარულს ვერ გაუძელით... |