ლექსი ყაბულსაა შუბლზე დამეწეროს, მუზამ გამოცალა სიტყვის აზარფეშა და ხელის გულივით გაშლილ ხოდაბუნზე მთელი შემოდგომა ლექსად გადამექცა. ზვარში , სავსე მტევნის გაისმის ღრეობა, ბაღში გაიხლიჩა მთვრალი ბროწეული, სიმინდის ტაროებს მაჯებში დაამტვრევს ქარი მეტიჩარა , ავად მორწეული. ცოტაც და...ორ დღეში დადგება ზამთარი, ქვიტკირის მარნის კარს შემოხსნის სიმთვრალე, ვიცი, უსათუოდ მასაც გააღიმებს, კედელზე აკინძულ ძახველის სიმრავლე. და მერე იფიფქებს...ჰო, ისე ლამაზად მთვარეს გაართობენ უძილო ჭოტები ბუხრის წინ ქათქათა ღამეებს დავართავ, თბილ ამბებს მოგიქსოვ...და დაგელოდები |