დაღამდება ტყეში ოდეს,
ქარი ფოთლებს აურევს.
იმ მდინარის გეშინოდეს,
რომელიც არ ხმაურობს.
მას ფოთლები აოქროვებს,
ვით ყვავილი ნაოშებს,
წვეთწვეთობით წყალს აგროვებს,
ნიაღვრებად გაუშვებს.
დაიძვრება გზა ზვირთული,
როგორც მძიმე ხეხილი -
ნაყოფებით დატვირთული,
ქარით გადაზნექილი.
1918 |