siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-01 - 12:43 PM    
siyvaruli.in
როგორც სიცივე ზამთრის მიწურულს,
ისე მომინდი, ისე, რომ პულსი,
არ მესინჯება არტერიაზე.
ჩვენი სახლია უფრო მიწური,
სხვისი კი არის მთელი კორპუსის
მატერიალი.

თეთრად ვათენებ ყოველ კვირა დღეს,
თეთრად ვათენებ დანარჩენებსაც,
გრამაფონი კი ამბობს "წინწყარო"-ს.
მინდა კედლებთან ისე მივვარდე,
თითქოს გიჟი ვარ... ყავარჯ-ენები,
გვერდზე მივყარო.

მეტი არ ვიცი გითხრა რა უკვე,
მქვია ცხოვრების რადგან მაჟორი,
აორტიდან კი სისხლი ჩანს კიდევ.
ორი გზის გაყრას უნდა დავუყვე,
თუ მესამე გზას თვითონ მაშორებ...
ხელი ჩამკიდე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<