siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-24 - 6:06 AM    
siyvaruli.in
დრო დროზე ჩქარა გადის”
და ვიღაც მართლაც გარბის.
დრო კი ხედავს და ხვდება
რომ არაფერი ხდება
გარდა იმის, რომ ტრიალს
ერთვება ბევრის ფიქრი –
შეღრუბლებული აზრი
გახდება მზერის ღირსი?
დრო კი ხედავს და გვხედნის.
მას ართობს ხიბლი ხედის,
რომელიც ფარავს არეს,
და გარს იკრიბავს მარეს.
შენ კი დგახარ და ხედავ,
რომ არაფერი ხდება
გარდა იმის, რომ ხვდები
სადაც ცა მიწას ხვდება
სივრცე სხვაგვარი ხდება.
საწყისი ბოლოს ერთვის
და გზაზე მეორდება
რაც ერთხელ უკვე იყო
და ჩვენ კი გვავიწყდება.
ვიღაცას სადღაც რაღაც
შორი მანძილით სცდება.
დაცლილი ტრაფარეტი
სულ უფრო მეტად ცვდება.
აცდენილ პარალელებს
შორს ელით გადაკვეთა
უსასრულობა იცდის,
მას არსად ეჩქარება.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<