(ექსპრომტი ჩემს დაიკოს)
ფიქრების დასტები დამყვება ქუჩებში დარდები არასდროს მტოვებდა, არც ახლა დამტოვა, დღე იყო ისეთი უჩემო, რომ ყველა შეხებას თვალებით ვასახლებ.
მოვდივარ მოსკოვის პროსპექტზე მდუმარე, და თვალებს მაყოლებს იმედის ფრინვ-ელი, ხელების ცეცებით, ან ჩემი გუმანით, შენამდე მოვედი, ვიცი, რომ მიშვ-ელი.
დავხიე უეცრად ტკივილის ქვითარი, რადგანაც გიხუტებ გულების მისვლამდე, და ცრემლმორეული თვალებით გითხარი, მადლობა იმისთვის, რომ სითბო ვისწავლე. |