იღვიძებ დილით, რომელსაც არ ქვია დილა, იძინებ ღამით, რომელსაც არ ქვია ღამე, შენამდე გზისთვის მაკლია სულ ბოლო ფილა, მხოლოდ ეს მინდა, უფალი გვფარავდეს, ამინ.
გულიდან მთლიანად სითბოს შენამდე ვუშვებ, გვინდა და არა გვაქვს ჯერაც საერთო სახლი, თბილისს კი ატყვია დაღლა, არ ყვავის ნუში, ბათუმსაც ატყვია დაღლა, აღარ წვიმს ახლა.
სიგარეტს ვეწევი... არაფრით მოგწონს ვიცი, ვერაფრით გისრულებ, ვერაფრით ქალურ კაპრიზს, მოდიხარ ჩემთან (თუმც გიყვარს პარიზი, ნიცა), ახლა მე მარქმევ საკუთარ ნიცას და პარიზს.
ვიღივიძებთ დილით, რომელსაც არ ქვია დილა... |