მე ის ვარ, ვისაც ტკივილამდე უყვარდი ოდესღაც...
დღეს ზაფხულის უკანასკნელი დღეა,ძალიან მოწყენილი ვარ ახლა,ყველაფერი მომბეზრდა...
ვეღარ შევეჩვიე შენს მოლოდინს, ვეღარ ვიოკებ შენი ნახვის სურვილს...
მე ვიცი, არავის ვუნახივარ მარტო, ჩემს თავთან ერთად.
მე ყოველდღიურად მხედავენ ღიმილთან, ამხანაგებთან,სიხარულთან,ცრემლებთან, განცდებთან ხელჩაკიდულს.
მხედავენ ყველგან: კინოში, ხეივანში, სცენაზე, ავტობუსში, სანაპიროზე...
მე დამინახეს ერთი-ორჯერ სარკეებშიც...
მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არავის ვუნახივარ მარტოობაში-ჩემს თავთან ერთად.
... და თუ მნახეს,ალბათ ვერ მიხვდნენ,რომ ეს მე ვიყავი...