siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-01 - 7:23 AM    
siyvaruli.in
ესეც მაგიდა, ესეც სივრცე, ესეც ოთახი,
ესეც რაღაცა უმეტესი იმაზე მეტად,
ვიდრე იყო და არა იყო, ვიდრე მოთაფლეს
გაჭირვებიდან დაწყებული სინდისის ფეტვი.
ესეც ჭრილობა, გულის სიღრმით ასოცდაათი
პულსი, თუმცა(ღა) წნევის მსგავსი არა მაქვს რამე,
ანდაც რაიმე, ან ასე ვთქვათ, ვეღარ დაატევ,
მშიერი კაცის, ან კაცების მზერას... და გჭამენ
ჩემი თვალები, თვალებიდან იწყება რახან,
ყველა ტყუილი, ყველა ცოდვა და ყველა ბლეფი,
და მერამდენედ მზის სხივებით ამტკივდა სახე
და მერამდენედ ეს ნერვები ტკვილებს ყეფენ.
ესეც რადიო, ესეც ტალღა, ესეც 106,
მომწყინდა ყველა გაღიმება, მომწყინდა რადგან
არ დგას არც მარხვა (პარასკევი) და არც პასექი,
ათვლის სისტემა შეიცვლა, ნოლია მათგან
ყოველი, ვისაც არ უნახავს რა არის კაცი,
უფრო მარტივად რომ გაიგოს, ანუ რას ნიშნავს,
ვგავარ ყოველ დღე, უნიჭობით გახვრეტილ საცერს,
ინვალიდივით შუქნიშანთან მიჩნდება შიში,
რაღაცის, თუმცა ივნისია, ცა არის თეთრი,
მკერდგაღეღილი იმზირება ღრუბლების დასი,
დღეს ჩემს სახლიდან დარჩენილა ორიოდ მეტრი,
შენამდე მოსვლის, რადგან ამ ლექსს ვამთავრებ ასე -
ესეც მაგიდა, ესეც სივრცე, ესეც ოთახი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<