"მას შემდეგ რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება..სიცარიელემ,რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ ახლო იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ... ჩემთვის უბრალოდ შენს ახლო ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ..." ''გწამდეს მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ.... იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ და არავინ არ მიყვარს....მე, ოლოლ მუდამ შენზე ვფიქრობ...მშვიდობით , გკოცნი, გკოცნი და გკოცნი შენი მარადის და მარადის იქითაც გალაკტიონი." |