ბნელ სიჩუმეში განშორების დღე ახლოვდება, არწივის მზერას დაამძიმებს
გათიშვის ელდა, ეს აგარაკი მხოლოდ შენით დამახსოვდება, დამრჩება სევდა,
სასურველო, მარტოდენ შენდა. იელვებს მარად საიდუმლო იგი ნიშანი,
ერთი ღიმილი, ერთადერთი მწვავე იარა. ეჰ, ჩემო კარგო, მეც მრავალჯერ
ბედთან ვიშარე
და ცრემლი დარჩა თეთრი რითმის თანაზიარი. მაგრამ, როდესაც მყინვარივით
წამოვიხრები, როცა ჩემი ხმა გაანათებს უკუნეთს ქვიანს- ივხვდები, იმ
ღიმილის ძალას მივხვდები, მაგრამ გვიან კი, ძალიან გვიან.
1939 წელი, შოვი |