ყოველთვის ასე ხდება – დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ. მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქარმა... მე არაფერს გისაყვედურებ....მხოლოდ მეყვარები რაღაც არაამქვეყნიურად, სევდანარევი სიყვარულით. მერე შენ წახვალ...წახვალ და იქნები კაცი, ბედნიერი მამა და გეყოლება ორი ან სამი შვილი...მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები... გეყვარება ცოლი...მასაც ეყვარები, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება. გავა დრო და ერთ დღესაც მე დაგესიზმრები...ლამაზი, უჩვეულო თმებით,ჩემი ბავშვური თვალებით... გაგეღვიძება და გაგახსენდება ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე... შენ დამიძახებ, მე აუცილებლად მოვალ. მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები. აღარც თვალები მექნება ლამაზი... – რატომ? – ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ... დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა... ავტორი: ocean soul |