გაოცდა უფრო, გაოცდა უფრო,
თვალები უფრო გადაირია;
არ მოაკლდება სიტყვა საუბრო,
ის კი ფიქრობდა - რანაირია.
მას არ მოსწყინდა ყოფნა მზიურის,
ვეფარებოდი სავარძელს სახით,
და მუსიკალურ უვერტიურას
მასმენდა მისთვის... რისთვის მეძახით
მე არ მასვენებს ბაიის ბგერა
და ანგელოზთა ნაზი პროფილი,
თვალები ლურჯი, დალალი ქერა,
ბაგე - ატმებად გადაპობილი |