გატყობ თვალებზე –ვიღაცას ელი და ეს ლოდინი გულს ძლიერ გიწვავს, ბედნიერი ხარ რადგანაც უცდი, ბედნიერი ხარ რადგანაც გიყვარს. ელოდე, დრო გულს ნუღარ მოგიკლავს, უიმედობით ხელებს ნუ აქნევ, მოლოდინს, ტანჯვას, უსაზღვრო ფიქრებს მე, ჩემებურად პაემანს ვარქმევ. მაშ, გაუმარჯოს იმ ძლიერ გრძნობას ნგრევა რომ იწყო გულის კედლების, იმ მარადმწვანე სიყვარულის ხეს ვგრძნობ, ღვთის განგებით შევეკედლებ |