siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 8:58 PM    
siyvaruli.in
თითქოს გაეცალა სურნელი ყვავილებს,

დრო მალე მტკივნეულ ფიქრებსაც წაიღებს...

უფერულ გრძნობას რად უნდა ფერება,

სიტყვები სიტყვებში უთქმელად მერევა.

ისევ დავიბენი, ახლა აზრებს ვაწყობ,

ვეღარ გამიგია მე ეს ჩემი აწმყო.

არ გინდა ფიცი, ფუჭია სიტყვები...

ახლა ამ გაცვეთილ გრძნობაში გიტყდები...

დრომ გააფერმკრთალა, წლებმა დააბერა,

ცეცხლად ვერ დაენთო, წვიმამ გაანელა.

დახეულ ქაღალდზე სიტყვებად დაწერილს...

დაჩაგრულს, მარტოსულს, წარსულში დარჩენილს...

იმ გრძნობას გაფიცებ, სიყვარულს, მომაკვდავს...

კუთხეში დარჩენილს მოსარჩლეც რომ არ ჰყავს.

იმ გრძნობას გაფიცებ, სიყვარულს, უთქმელს...

სიცივით გაყინულს, ზღვასავით ულევს...

რა ვქნა მე არ მეყო სათქმელად სიტყვები,

ცხოვრების დინებას უჩუმრად მივყვები.

სხვისი ოცნება თუ აუხდა სხვას

ცხოვრება მაინც არ დაკარგავს ფასს.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<