თბილისური ზამთრის ვარიაციებმა, ალბათ, ბევრ თქვენგანს აურია თავ-გზა და მოუთმენლად ელოდით მზის სხივებით გამთბარ დილას, ისეთს, როგორიც ბოლო დღეებში უკვე რამდენჯერმე გათენდა…
დიახ, როგორც იქნა, გაზაფხულმა “ოფიციალურად” შემოაბიჯა! რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდეთ!
2011 წლის გაზაფხული ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ დაუვიწყარ პერიოდად რომ იქცეს, შევადგინოთ ყოველდღიური განრიგი და ვეცადოთ ჩვენი სურვილებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოვახდინოთ.
დილის სითბო ენერგიას გვმატებს – თვალის გახელისთანავე, დღის მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან გატარება გვინდება, თუმცა ბევრი ჩვენგანი, გაზაფხულის თბილ და ნათელ დღეებს, ამწუხაროდ, სამსახურში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ატარებს...
მაშ ასე: დილის პოზიტიურიი განწყობა მთელი დღის მანძილზე რომ შევინარჩუნოთ მცირედიც კმარა. გაღვიძებისთანავე, სარკის წინ ერთი გაღიმებაც საკმარისია იმისთვის, რომ აუცილებელი დადებითი მუხტი და საჭირო სტიმული მიიღოთ.
ფინჯარი ყავა/ჩაი ან საყვარელი ხილის წვენი ჰაეროვან შოკოლადის ორცხობილასთან ერთად მეორე ნაბიჯი იქნება სიამოვნების მწვერვალისაკენ.
ტანისამოსის შერჩევაში, ვფიქრობ, რჩევა არც დაგჭირდებათ – თქვენც კარგად იცით, რომ ნათელი და ხალისიანი ფერები სხეულს და სულსაც ახალისებს...
სახლიდან გასვლისას გაიხსენეთ ქერათმიანი ადვოკატის თავდაჯერებულობა ჰარვარდის უნივერსიტეტში მისვლისას (Lეგალლყ Bლონგ). ეს მსუბუქი, ჰოლივუდური ფილმი ადვილად იმოქმედებდა თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმზე...
დანიშნულების ადგილას მისულს, ალბათ უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ორიოდე წუთით შესვენებაც არ გაწყენთ, მსუბუქად წახემსება რომ შეძლოთ.
ჯანსაღ სხეულში ხომ ჯანსაღი სულია – ყოველ საღამოს თქვენი საგაზაფხულო დებიუტი უნდა შედგეს!
დახვეწილი სამოსი, მსუბუქი მაკიაჟი, ჰოლივუდური ღიმილი საკმარისი იარაღია იმისთვის, რომ ნებისმიერ წრეში დედოფალი გახდეთ. თუნდაც სახლში, სადაც მხოლოდ მეუღლე და შვილები გელიან...
გაზაფხული წელს უამრავ სასიამოვნო სიახლეს გვპირდება. მეგობრებისა თუ კოლეგების წრეში ჭორაობა ჩვენთვის საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა. მათ კი, ვისაც ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებული თაყვანისმცემელი ელოდება, ფრანგული ჰაეროვანი კოცნა მთელი განვლილი დღის პრობლემებს დაავიწყებს!
იმედია ყველას გახსოვთ კონკიას ზღაპარი – მხოლოდ შუაღამემდე რომ შეეძლო უფლისწიულთან ცეკვა. თქვენც გაითვალისწინეთ ფერია-ნათლიას რჩევადა დათქმულ დროს ნუ გადააცილებთ... რომ მომდევნო დღისთვის კარგად დაისვენოთ...
ხვალ ხომ ახალი დღე გათენდება, თქვენ კი მშვიდად უნდა გამოიძინოთ, რათა დილით ისევ შეიგრძნოთ ამომავალი მზის სითბო, თქვენს სარკმელში!